saqarTvelos mdinareebi - patara liaxvi
ტერიტორიული ერთეულები | გორის და ერედვის მუნიციპალიტეტები |
სათავე | გუდისის ქედი 42°26`46` ჩ. გ. 44°11`19` ა. გ. |
შესართავი | დიდი ლიახვი 42°06`52` ჩ. გ. 44°01`55` ა. გ. |
სიგრძე | 65 კმ |
აუზის ფართობი | 513 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12.3 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, გორისა და ერედვის მუნიციპალიტეტებში. მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთასა და შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 2920 მ. სიგრძე 65კმ. აუზის ფართობი 513 კმ2. სათავე აქვს გუდისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის დიდ ლიახვს მარცხნიდან სოფელ შერთულთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნა - ივლისიდან დეკემბრამდე. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 45 %, ზაფხულზე - 33 %, შემოდგომაზე - 12 %, ზამთარზე - 10 %. საშუალი წლიური ხარჯი შესართავთან 12,3 მ3/წმ. ზამთარში დროდადრო ჩნდება ყინულნაპირისი და ძგიფი. იყენებენ სარწყავად.